რეზონანსი
06.10.2018

 24-კაციანმა ჯგუფმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ისინი საუბრობენ, რომ არიან ჰურგადის აეროპორტში, თუმცა გამოფრენას ვერ ახერხებენ. მათ აეროპორტში განუცხადეს, რომ რეისის გადადების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ტურისტები საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით, რათა დროულად დაბრუნდნენ ტურისტები საქართველოში. ჯგუფის წევრები ვიდეო ჩანაწერში ასევე საუბრობენ აეროპორტის პერსონალის მხრიდან ცუდ დამოკიდებულებაზეც. მოხდა თუ არა ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება “აიპრესი” უწყებას დაუკავშირდა. ჯერ მათი პოზიცია უცნობია. "ეარ კაიროს" წარმომადგენლობა საქართველოში კი არასამუშაო საათების გამო მიუწვდომელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×