რეზონანსი
06.10.2018

 თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, შპს „სვეტი" როგორც ბიზნეს სუბიექტი დასრულდა - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი პირების ადვოკატი ვალერი გელბახიანი. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება:

„ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს არგუმენტები და არც ერთ არგუმენტს არ ვეთანხმებით. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ერთ ასეთ საჩივარს სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს. მაგრამ ამას გავაკეთებთ ფორმალურად, რათა ზემდგომ ინსტანციებში ეს პროცედურები იყოს გამოყენებული და არ იყოს ამაზე პრეტენზია. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით შპს "სვეტი" როგორც ბიზნეს სუბიექტი დასრულდა. ყველაფერი სასამართლოს ნამუსზე და სინდისზე იყოს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×