რეზონანსი
06.10.2018

 სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით 1 საათი პარალიზებული იყო. მთიდან ლოდები ჩამოიშალა და გზა ჩახერგა. თვითმხილველების განცხადებით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცენტრალურ მაგისტრალზე უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სარფის მთიდან ქვათაცვენა აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია. საგზაო დეპარტამენტს ტერიტორიაზე სპეციალურად დამჭერი ბადეებიც აქვს დამოტაჟებული, თუმცა უშედეგოდ. რამდენინე თვის წინ, ქვათაცვენაში ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილიც მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×