ასეთი სცენარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოხდება დიპლომატიური ურთიერთობების დონის მკვეთრი შემცირება, დარწმუნებულია პაველ ფელგენგაუერი. მისი აზრით, სკრიპალების ისტორია მხოლოდ მასობრივ დივერსიების დასაწყისია.
„თუ ჩვენ მართლაც მივდივართ დიდი ომისკენ, მაშინ დივერსიული ოპერაციები მასობრივი გახდება. დაიწყება მოწამვლა, მკვლელობები დასავლელი ლიდერებს, პოლიტიკოსების, პარტიების ხელმძღვანელების, პარლამენტის წევრების, სამხედროების, ხელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლების, ზოგადად, ნებისმიერი ცნობილი ადამიანის. დაიწყებს თუ არა რუსეთი დივერსიებს და იქნება თუ არა საშიში - ამის მთავარი კრიტერიუმი დიპლომატიური ურთიერთობების დონის მკვეთრი შემცირებაა. ეს კი მოსალოდნელია. ამბობენ, რომ აშშ სკრიპალების საქმის გამო გეგმავს დეკემბერში შეამციროს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
თუ ეს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაზვერვის ოფიცერთა ნაწილი, რომლებიც საელჩოს "სახურავის" ქვეშ მუშაობენ, სახლში წავა და მათ ადგილს ე.წ. მძინარე აგენტები დაიკავებენ. ისინი იწყებენ დივერსანტებისთვის ბრძანებების გაცემას. მათი ამოცანაა პოლიტიკური დესტაბილიზაცია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოკლავენ. მნიშვნელოვანია, რომ დასავლურ საზოგადოებაში შეიქმნას პანიკა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა დაკარგოს, როდესაც რუსული ტანკები წავლენ წინ," - განუცხადა გამოცემა "დელფის" სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა.