რეზონანსი
05.10.2018

 ცნობილი მსახიობი ზურა ყიფშიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში. მას ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა. 

"მან ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, გრძნობები, რომლებიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ დიდი ხანია საზღვარგარეთ. ყველაფერი ესმის. ძალიან ბევრი უნდა დავინახოთ და უნდა დავაფასოთ. ძალიან დიდი დამსახურებაა მისი, რომ ემიგრანტებმა დაიბრუნეს, ასე ვთქვათ, საქართველოს პასპორტები ოფიციალურად.  არის პირდაპირი, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი", - განაცხადა მსახიობმა რუსთაველის თეატრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×