რეზონანსი
05.10.2018

 ბახმაროში თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსები ძლიერ თოვას არ ვარაუდობენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე ამბობს ხვალიდან უკვე მთელ საქართველოში გამოიდარებს.

"დღეს დღის მეორე ნახევარში უკვე გამოიდარა ყველგან, მხოლოდ სამხრეთში იყო დარჩენილი ნალექი. ამ ეტაპზე სხვა წერტილებიდან თოვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ხვალიდან უკვე მთელს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამაღამ მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურა ყველგან, თუმცა ხვალ დღისით ტემპერატურა მოიმატებს და დათბება. 7 ოქტომბერს კი დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. 

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოღრუბლული იქნება, მოსალოდნელია ნისლი და წვიმა. 7 ოქტომბერს მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 15-17 გრადუსი სითბო. 8 ოქტომბრიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი 26 გრადუსი იქნება", - აღნიშნა "აიპიენთან" სვეტლანა ნიორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×