რეზონანსი
05.10.2018

 გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ქალაქში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ან ერთი უწყება. ეს კომპლექსური პრობლემაა და ჰაერის დაბინძურებაში წვლილი ყველა ადამიანმა შეიტანა. პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად უნდა დაიწყოს, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუ ეს ნაბიჯები დღესვე არ გადაიდგა, თბილისს კიდევ ერთი საგანგაშო პრობლემა დაემატება.

„მე არ მინდა, მოსახლეობა შევაშინო, მაგრამ კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება თბილისს - სითბური ტალღები. ეს უფრო პრობლემური იქნება, ვიდრე რაიმე სხვა. იმდენად ბევრი შუშებიანი შენობა ავაშენეთ, რომ ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს. გაუსაძლისი იქნება ტემპერატურა ქალაქში, დაიხრჩობა ადამიანი, იმის გამო, რომ მაღალსართულიანი შენობებია. აღარ ხდება ქალაქის განიავება“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×