რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) ჩაჩავას და ღუდუშაურის სახელობის კლინიკები, რომლის ექიმებმაც ათობით ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე გადარიცხეს „ქართული ოცნების" წევრს, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს ეკუთვნის.

ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ მითითება შემოწირულობის სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხვასთან დაკავშირებით, არავის გაუცია. მას ასევე უკვირს, რატომ უკავშირებენ მას და ექიმების შეწირულობას ერთმანეთს.

"მენეჯმენტმა თუ რაიმე დავალება მისცა რაც ჩემთვის არ არის სარწმუნო მე რა შუაშია ვარ. მე მენეჯმენტში არ ვმონაწილეობ. როგორც აქციონერი და მოწილე, მე შეიძლება მაინტერესებდეს და მაინტერესებს ხელფასი არ გაიცეს მეტი და ვინ რა ვის შესწირა და რა დაფიქსირდა რა ჩემი საქმეა ეს. რატომ უნდა მეთხოვა მე არ მესმის ეს. მე ასეთ რაღაცეებში არ ვმონაწილეობ. მეთხოვა რა, დამიჯერებდნენ ისინი რომ მეთხოვა? ადამიანებს აქვთ თავისი შეხედულებები და მე არ ვცდილობ რომ მით უმეტეს თანხის ჩარიცხვა-გადარიცხვაზე მე ჩავერიო,"- განაცხადა "კურიერთან" გოცირიძემ.

კითხვაზე აპირებს თუ არა თავადაც, რომ გაიღოს თანხა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის, ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერ საკუთარ ფინანსებს უნდა გადახედოს.

კლინიკის ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6000- დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×