რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) განათლების სამინისტროსთან ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ის აბიტურიენტები შეიკრიბნენ, რომლებმაც წელს ეროვნულ გამოცდებზე დაწესებული მინიმალური ბარიერი გადალახეს, თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მაინც ვერ მოხვდნენ.

აქციის მონაწილების თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაციისას მხოლოდ სამი უნივერსიტეტი მიუთითეს, ვინაიდან მათი თქმით, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამზე მეტი უნივერსიტეტის მითითების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ითხოვენ, სხვადასხვა უნივერსიტეტში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდნენ.

განათლების სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×