რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 ქვეყანაში, თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიის რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში დაინიშნა გიორგი ჯანჯაღავა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, ხოლო ავსტრიის რესპუბლიკაში დავით დონდუა.

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას.

თეა მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან. ხოლო 2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი.

ზაზა კანდელაკს კი, 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×