რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი.

შსს-ს ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი", 1 კილოგრამი „ჰაშიში", „კოკაინი" და „LSD" ფირფიტები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებისას შეჩერებულ იქნა ავტომანქანა. მგზავრების პირადი ჩხრეკისას, ფეხსაცმელების ძირებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 კილომდე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ასევე, პოლიციამ ფონიჭალის დასახლებაში - 3, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 1 ნარკორეალიზატორი დააკავა.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია ჰეროინი. აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ტ.ი. და 1980 წელს დაბადებული რ.კ.

პოლიციამ, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 40 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სხვადასხვა ვალუტა ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი 4 ავტომობილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×