(რეზონანსი) „შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახისნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს", - ამის შესახებ შსს-ში გამართულბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემა განაცხადა.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისმთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობითნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილისამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარიმონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი", 1 კილოგრამი „ჰაშიში", „კოკაინი" და „LSD" ფირფიტები. გამოძიებაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს", - აცხადებს ჭელიძე.