რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) "ბატონი გუგა ქაშიბაძე და მისი პაციენტი მარიამი! დიდი მადლობა ექიმებს და მთელ სამედიცინო გუნდს მოხდენილი სასწაულისთვის!" - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს თეო რუსაძე.

„ოთხი წლის მარიამმა დამწვრობა ადუღებულ წყალში ჩავარდნის შედეგად მიიღო. სხეულის თერმული დამწვრობა ჰქონდა 60 პროცენტი, უმძიმესი შემთხვევა იყო... 17 დღე მკურნალობდა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში და

8 დღე დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში. საერთო ჯამში მარიამს ჩვენთან მკურნალობა 25 დღის განმავლობაში მოუხდა.

ჩატარდა ერთი ოპერაცია, კანის გადანერგვის... გადანერგვა ჩაუტარდა ბარძაყების შიდა ზედაპირზე და დუნდულოებზე... მიუხედავად ასეთი საშიში და ძალიან სერიოზული დიაგნოზისა, გუშინ მარიამი ამბულატორიულ მკურნალობაზე გადავიდა და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება!

- ანუ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევა იყო, თქვენს პრაქტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული?

- დიახ, ნამდვილად იყო ერთ-ერთი მძიმე, მაგრამ არა ერთადერთი... გვქონდა კრიტიკული დღეები, რომელიც ერთად გავიარეთ და ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 60 პროცენტი დაზიანება ეს უკვე სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევაა. ხხშირად ასეთი შემთხვევები იმ შედეგით არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „mshoblebi.ge" - სთან ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×