რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ გარბენთან დაკავშირებით, 7 ოქტომბერს, 07:00-დან 19:00 საათამდე ხუდადოვის ქუჩა N68-დან უიარაღოს ქუჩის N24-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ამდენად, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ურიდიას ქუჩის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხუდადოვის ქუჩაზე, როგორც უიარაღოს ქუჩა N24-მდე, ასევე, ურიდიას ქუჩის გავლით, ივერთუბნის მიმართულებით იმოძრავებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×