რეზონანსი
05.10.2018

 (რეზონანსი) საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა რუსეთში. დიდი სისწრაფით მოძრავი სამარშრუტო ტაქსმა განაპირობა ფორდის მარკის ავტომობილის შეჯახება ავტობუსთან, რომელმაც საჭის მხარე მთლიანად, სერიოზულად დააზიანა. როგორც რუსული მედია წერს, თუკი ავტობუსის მძღოლი გადარჩება ეს სასწაული იქნება.

"მიკროავტობუსის ძირი მთლიანად სისხლით არის მოსვრილი. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს და სასწრაფო დახმარებას საშინელი სურათი დახვდა. გზაზე იწვნენ დაზარალებული ადამიანები. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 13 ადამიანი" - წერს რუსული მედია.

წყაროს ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 5-ზე მეტი სახანძრო მანქანა და Ми-8 ტიპის ვერტმფრენი. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ეს არის რუსეთში მომხდარი ავარიებიდან, წლის ყველაზე საშინელი კატასტროფა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×