რეზონანსი
05.10.2018

 NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ განვითარებისთვის. აღასანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავად შევეცადოთ კიდევ ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალ კალათბურთელად აღვზარდოთ", - განაცხადა ფაჩულიამ.

თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის სახე და ყველაზე ტიტულოვანი კლუბია:  ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×