საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღეს ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
- ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე:
- აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით (მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით);
- 21:00 საათიდან შეზღუდვა გავრცელდება რესპუბლიკის მოედანზე (რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით);
- მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე:
- სრულად დაიკეტება ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსი;
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, "თბილისობა" სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. 2018 წელს კი ეს თარიღი 6-7 ოქტომბერს ემთხვევა.