რეზონანსი
05.10.2018

 აშშ-ის ლიდერის აზრით, იმ კაცებისთვის, რომლებიც არჩევნებში კენჭს იყრიან საშინელი დრო დადგა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ქალები დაასახელა.

„ახლა ძალიან ცუდი დროა კაცებისთვის. შენ შეიძლება რაიმე გააკეთო ან თქვა და ეს ქალს არ მოეწონება, მოულოდნელად კი საიდანღაც მილიონობით ქალი გამოჩნდება და შენ წინააღმდეგ მისცემს ხმას. მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა“, - მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები "ნიუ იორკერს"

ტრამპის თქმით, ქალებს ასევე შეუძლიათ კაცები თანამდებობებიდანაც გადააყენონ. „მხოლოდ ქალების ასარჩევი რომ იყოს ხელისუფლება, მე და ჩემნაირებს შანსი არ გვაქვს. ამიტომ კაცები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალებს უნდა მოერიდონ, რადგან ისინი შემდეგ არჩევნებში კაცების წინააღმდეგ გამოვლენ. ეს ძალიან საშიში დროა“, - ამბობს აშშ-ის ლიდერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×