რეზონანსი
04.10.2018

 ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილმა მსახიობმა კახი კავსაძემ გააკეთა კომენტარი და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასაც შეეხო:

"ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია! მე თვითონ შევესწარი რამდენიმე რჯულის ხალხში რომ იდგა და ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ჩემზე ამაყი იმ წუთში არავინ იყო, როცა ვხედავდი ქალი ხუთ სხვადასხვა ენაზე როგორ უხსნიდა ყველაფერს. უბედნიერესი ვიყავი მისი შემყურე!

აჰ, ქართულად ვერ ლაპარაკობს კარგად, ჩემო ბატონო? რას მელაპარაკებით, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს, აი, ხმალი მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" კახი კავსაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×