რეზონანსი
04.10.2018

"ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი თანამშრომელი დავით თოლორდავა, რომელიც "ომეგას" საქმეში, ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავება "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" ზეწოლაა.

დავით თოლორდავმ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა და თქვა, რომ დაკითხვაზე მართლაც 2015 წლის ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. მას იარაღი საკუთარ სახლში გაუვარდა, რის შემდეგაც სახის არეში დაიჭრა.

"მხოლოდ ამ შემთხვევის გარშემო ჰქონდათ კითხვები, როგორ მოხდა გასროლა, გამივარდა, მესროლეს და ა.შ.", -ამბობს თოლორდავა, რომელიც ზაზა ოქუაშვილის კურსელი და მეგობარია.

კითხვაზე შეიძლება თუ არა მისი ამჟამად დაბარება ომეგა ჯგუფის საქმეს უკავშირდებოდეს, დავით თოლორდავა აცხადებს, რომ "ეს ყველაფერს შეიძლება დაუკავშირო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×