რეზონანსი
04.10.2018

 გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ხვალ ღამით საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი.

„ამაღამ და ხვალ მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს 20-25 მეტრი წამში.

რაც შეეხება ამინდს, დასავლეთ საქართველოში ამ დღეებში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი, ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში. ხვალიდან ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 15-20 გრადუსამდე და შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურაც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.

დასავლეთ საქართველოში ზეგიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კიდევ დაიკლებს. ამინდის გაუმჯობესებას 8 ოქტომბრიდან ველოდებით", -  განუცხადა "აიპიენს" ნიორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×