რეზონანსი
04.10.2018

 ტელეკომპანია “იბერია” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც პოლიციაში გადაყვანილია „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელსაც სამი წლის წინ იარაღი შემთხვევით გაუვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

„იბერიას“ შეფასებით, პირის პოლიციაში გადაყვანა სამი წლის შემდეგ სწორედ რეპრესიების დაწყების მანიშნებელია. გავრცელკებულ განცხადებაში „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მოუწოდებენ არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან მათი უსაფრთხოება.

„რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ „ომეგა ჯგუფის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც „იბერია-ომეგას“ საქმეში ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, პოლიციაში წაიყვანეს.

ვთვლით, რომ ვართ საფრთხის ქვეშ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება რამე სახის პროვოკაცია, თავდასხმა ან ზეწოლა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×