რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.

შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ჩამონათვალშია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. ამ უკანასკნელმა ზურაბიშვილს 45 000 ლარის შესწირა.

ფულადი შეწირულობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა, 60-60 ათასი ლარი ზურაბიშვილს შემდეგმა მოქალაქეებმა ჩაურიცხეს: ბონდო ომიანიძე, გიორგი გველესიანი, დავით შენგელია, გიორგი ქსოვრელი, ირაკლი ცეკვაშვილი, სერგო გალუსტიანი, გიორგი თანანაშვილი, ნიკა მერაბიშვილი, ვლადიმერ სრეფანიანი, ავთანდილ გულიკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×