რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკის დელეგაციაც ესწრებოდა.

ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.

"საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას", - ნათქვამიას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შეცდომა მოუვიდა დიზაინერს და იმ ქართულ სტამბას, სადაც აღნიშნული რუკა დაიბეჭდა.

„ეს არის დიზაინერის შეცდომა რის გამოც ბოდიშს ვიხდით მე არც მქონდა ნანახი ეს რუკა. დღეს მას პირველად ვხედავ და არამგონია ეს იყოს იდეოლოგიური დივერსია. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეცდომა მოუვიდათ დიზაინერს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ ,"-განაცხადა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ლუხოვსკიმ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×