(რეზონანსი) ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ოჯახი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას გეგმავს. მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, მერაბიშვილისთვის დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა და ამიტომ მკურნალობის კურსს ვერ გადის.
ადვოკატები ასევე ითხოვენ, რომ ყოფილი პრემიერი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ. მათი თქმით, დაგვიანებული კვლევა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც, მერაბიშვილისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა
"კლინიკა "მედიქლაბში" შედგა კონსილიუმი, ექიმებმა მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. კვლევები ჩატარდა. კონსილიუმი მივიდა ისევ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ჰორნერის სინდრომი. მაგრამ თუ რამ გამოიწვია ეს სინდრომი, მათთვის გაუგებარია. ექიმებს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ექიმების ნაწილი გამოთქვამდა, რომ აღნიშნული პრობლემა შეიძლება უფრო გართულდეს და მიმდინარე პროცესია ორგანიზმში, რაც შეიძლება შემდეგ მენინგიტის საშიშროება გახდეს დახურულ სივრცეში, აღნიშნულ მოსაზრებას ნაწილი ექიმებისა არ დაეთანხმა.
"დაგვიანებული კვლევა აღმოჩნდა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს დღეს დიაგნოზი. მერაბიშვილი მკურნალობის კურსს არ გადის. ჩვენ ვაგზავნით ყველა სამედიცინო კვლევას საზღვარგარეთ და ვაპირებთ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას. მოვითხოვთ მერაბიშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში მრავალპროფილურ კლინიკაში გაყვანას,"- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.