რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) ფონდ „იავნანას" საქმე - პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოს ჩვენებას 8 ოქტომბერს მისცემს. ამის შესახებ განცხადება თავად პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.

ბურჭულაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს დაკითხვის შესახებ შეთანხმება მის მეუღლესა და პროკურატურის გამომძიებელს შორის გუშინ შედგა.

„გუშინ მობრძანდა გიორგი ლომთაძე, პროკურატურის გამომძიებელი. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებით და შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდა და დაკითხვა მოხდებოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი და ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან, რომ ვითომ გაიქცა ვინმე ქვეყნიდან. გასაქცევად ჩემი აზრით ემზადება ბიძინა ივანიშვილი.

"2012 წელს მასთან ჰქონდა შეხვედრა ფონდ "იავნანას" პარიზში წასვლასთან დაკავშირებით მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ისე, რომ ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება და ჩვენ თვითონ გვინდოდა მარტის თვიდან მაგრამ დღეს დაასწრეს, იმიტომ, რომ ხვალ მე მაქვს შეხვედრა ელჩებთან, მე მაქვს საზოგადოებასთან შეხვედრა და მინდა ყველაფერი მოვუყვე თუ რა წნეხის ქვეშ არის ფონდი იავნანა,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×