რეზონანსი
04.10.2018

 ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომრიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ და ამის გამო რამდენიმე დღეში გაფიცვას იწყებენ. „არ ვიცით რა ბედი გვეწვევა. გაურკვევლობაში ვართ და თუ ამ დღეებში ისევ არაფერი გაირკვა, ვაპირებთ კვლავ ქუჩაში გავიდეთ. არავინ არაფერს გვეუბნება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირს“ ჰქონდა მოლაპარაკება მთავრობასთან, გარკვეულ ადგილებში (იქ, სადაც აფეთქება არ მომხდარა) სამუშაოები თუ არ აღდგებოდა, მაშინ  ოქტომბრიდან ხელფასებს აღარ გადაგვიხდიდნენ. მთავრობა დუმს“,- აღნიშნავს გაგა ისაკაძე და ამბობს,  რომ ხელფასების გარეშე დარჩენას, ყველა მეშახტეს ურჩევია ნებისმიერ პირობებში სამუშაოები გაგრძელდეს და ამიტომ მზად არიან შახტში ჩასასვლელად.

ტყიბულის მაღაროში დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, "კომერსანტი " საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წრმომადგენლებსაც ესაუბრა. ორგანიზაციის წევრმა დავით დოლაბერიძემ დაადასტურა, რომ მეშახტეებს ხელფასები ნამდვილად აღარ ჩაერიცხებათ. მისი თქმით, „საქნახშირი“-ს  გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ თუ ნახშირმიპოვება არ განახლდა, კომპანია 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გასცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×