რეზონანსი
04.10.2018

IDS Borjomi-ი შესაძლოა  Nestle-მ ან  Coca-Cola-მ იყიდოს. აღნიშნულ გარიგებას ადასტურებს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც. ბიზნესმენი  დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი მისი ინფორმაციით განხილვაშია.

გამოცემა "კომერსანტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi,  მოლაპარაკებებს  აწარმოებს შვეიცარულ კომპანია "ნესტლესთან" კომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე.

ეს არ არის ერთადერთი ინფორმაცია ამ თემაზე  - მეორე წყარო საინვესტიციო წრეებიდან, ამტკიცებს, რომ „ბორჯომის“ ყიდვით დაინტერესებულია "კოკა-კოლაც". სამივე კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობს.

„ალფა გრუპმა“  IDS Borjomi 2013 წელს, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების კუთვნილი ფონდ  Salford Capital Partners Inc.-სგან შეიძინა. ამჟამად, "ფორბსის" მონაცემებით „ალფა-გრუპი“ ფლობს IDS Borjomi-ის 55,8%-ს, პატარკაციშვილის მემკვიდრეები - 37,2%-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×