რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) პროკურატურის პრესსამსახურიში პაატა ბურჭულაძის მეუღლის მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა.

"პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქვემლოქმედო ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება - დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება"- აცხადებენ უწყებაში.

პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ განაცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×