რეზონანსი
04.10.2018

 რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან პირველი ფოტოები ვრცელდება. სატრანსპორტო შემთხვევა მოძრაობის წესების დარღვევამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.

 ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ ორი მგზავრი დაშავდა. პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×