რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და ორიც დაშავდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.

დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა და ისინი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×