რეზონანსი
04.10.2018

 პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება შესაძლებელია, მაგრამ მას არ ექნება ლეგიტიმაცია, ანუ რეალური ამომრჩეველი არ ეყოლება. ეს იქნება ერთჯერადი კონტრაქტი ფსევდოამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის.

"ეს საკმაოდ ცუდი მოცემულობაა, რადგანაც 2018 წლის არჩევნებით ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავს თავის ლეგიტიმაციას. თუ ხელისუფლებამ სისტემურ მანკიერებაზე, მარიხუანისა თემაზე და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე სირაქლემის პოზაში ყოფნა ამჯობინა, ეს მისთვის იქნება გზა არსაით. ამ ტიპის მოვლენათა განვითარებით 2020 წელს „ოცნებას“ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ ექნება.

2020 წლისთვის რა ალტერნატივა გაჩნდება და რა როგორ მოხდება, ეს უკვე დროის საკითხია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მოგახსენეთ, სწორედ ასე მოხდება", - აღნიშნავს  ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×