რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) წინასაარჩევნო კვლევეს "გირჩი"აქვეყნებს. JUD-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ზურაბ ჯაფარიძეს მოსახლეობის 13.27 % აძლევს ხმას, ხოლო მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიცურ კანდიდატებთან მარცხდება.

JUD-ის მიერ გირჩისთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და მისი ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, ის ზურაბ ჯაფარიძესთან და დავით ბაქრაძესთან დამარცხდება.

კვლევის მიხედვით, თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ჯაფარიძის შორის შედგება, ხმები ასე ნაწილდება:

ზურაბ ჯაფარიძე - 47.13%, სალომე ზურაბიშვილი - 24,2%,

თუ მეორე ტური ზურაბიშვილს და ბაქრაძის შორის გაიმართება:

დავით ბაქრაძე - 41.4%, სალომე ზურაბიშვილი - 29,3%

კვლევა "გირჩის" დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია JUD-მა ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1907 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -96%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×