რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში მცხოვრები, ამჟამად გლდანის №18 ციხეში, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა.

როგორც პატიმრის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, ახმედოვი დაახლოვების ერთ თვის წინ დააკავეს.

"გარდაცვლილი, მისი შვილი და ძმისშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება დაახლოებით 1 თვის მოხდა, რა დროსაც ცუდად გახდა და "კაპეზე"-დან წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გული აწუხებდა. როცა აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების საკითხზე უნდა ემსჯელათ, ექიმმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი განაცხადა, რის შემდეგ დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება წნორის საავადმყოფოში მოხდა.

"გარდაცვლილი პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. რა ვითარებაში გარდაიცვალა პატიმარი ჯერ-ჯერობით უცნობია. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. თუმცა, ვაპირებ საჩივარი შევიტანოთ იმ მოსამართლის და პროკურორის წინააღმდეგ, რომლებიც ხედავნდე რა მდგომარეობაში იყო დაკავებული, მაგრამ მაინც პატიმრობა შეუფარდეს", - აცხადებს ადვოკატი "აიპრესთან"

იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, პატიმარ სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×