რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

კერძოდ, განათლების მინისტრის მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დანიშნა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ზვიად გაბისონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად კი ბერიკა შუკაკიძე.

ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე, ხოლო შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.

განათლების მინისტრმა ოთხი მაღალჩინოსანი - თემურ მურღულია, ლია გიგაური, მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე 10 სექტემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×