(რეზონანსი) "ომეგა ჯგუფი" ბინძური მეთოდებით ცდილობს, ხალხს დაავიწყოს დავალიანების თემა, რომელიც მას ხაზინის წინაშე აქვს, - ამის შესხებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, ხაზინის ვალი იგივე ქართველი ხალხის ვალია, რომელიც კომპანიამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს.
"ჩემთვის მთავარი არის, რომ კომპანიას აქვს 51 მილიონის საგადასახადო დავალიანება და ნაცვლად იმისა, მუშაობდეს, თუ როგორ გადაუხადოს ქართველ ხალხს ვალი, ხაზინის ფული იგივე ქართველი ხალხის ფულია, ზის ტელევიზიაში, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და იქიდან არიგებს ამავე ხალხს ჭკუას, რომლის ვალიც აქვს. 51 მილიონი ლარი არ არის პატარა თანხა, ეს დაახლოებით ნახევარი თვის თანხაა იმ პენსიებისა, რასაც ქვეყანა ხანდაზმულებზე გასცემს. მესმის, რომ კომპანიას უნდა ყველა მეთოდით, მათ შორის ბინძური მეთოდით დაავიწყოს ვალის თემა ხალხს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ",- განაცხადა თეა წულუკიანმა.