რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ოჯახი დაიღუპა.

დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრის და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული.

34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანსა და ჯოყოლოში დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით ოთხი წლის წინ წავიდა. კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×