რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) გლდანის მერვე დაწესებულებაში ორი პატიმარი - დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური უკვე ორი კვირაა შიმშილობს. ისინი ციხეში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას და უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას შესვლას, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

მსჯავრდებულების ადვოკატი ამბობს, რომ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან უფლებადამცველის ინფორმაციით, შიმშილობის გარდა, ისინი პროტესტის ნიშნად ლითონის სხვადასხვა საგნებს ყლაპავენ და მათ ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×