რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

მსოფლიო ბანის მეუღლის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში დოკუმენტები წარადგინეს, რომ ვასილენკო საქართველოდან გაფრინდა და მზად არის დაკითხვაზე 8 ოქტომბერს გამოცხადდეს.

„მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნასა 2018 წლის მარტის თვიდან, რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით გაუგებარია.

საქმე მიმდინარეობს რა თქმა უნდა, ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას - რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა,"- ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×