რეზონანსი
04.10.2018

 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა, თუმცა კომიტეტი დაკავებულის მდგომარეობაზე არ საუბრობს.

„საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×