რეზონანსი
04.10.2018

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მდებარე მცირეკონტინგენტიანი სკოლა დახურვის საფრთხის წინაშეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია და რეაბილიტაციის ნაცვლად, სკოლის დახურვას გეგმავენ. ისინი საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვას არ დაუშვებენ და საპროტესტო აქციებს გამართავენ.

,,მთავრობას შეუძლია გააკეთოს ეს სკოლა ისე, როგორც სხვა სოფლებშია. სკოლის დახურვას არ დავუშვებთ და ამის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობა ქუჩაში გამოვა“,- ამბობს მშობელი თათია თხილიშვილი.

ახალშენის სკოლაში მხოლოდ ორი საკლასო ოთხია და სწავლება კლასკომპლექტის პრინციპით მიმდინარეობს. ერთ ოთახში, პირველი კლასის სამი და მესამე კლასის ერთი მოსწავლეა, ხოლო მეორე ოთახში, მეორე კლასის ერთი და ერთიც მეოთხეკლასელი ბავშვი იღებს განათლებას.

,,მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და სულ ხუთი მასწავლებელი ვართ. არ გვინდა სკოლის დახურვა, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს გარდაუვალია. სკოლაში, ათი მოსწავლე მაინც უნდა იყოს, რომ კლასები გაიყოს და ასე მოხდეს სწავლის გაგრძელება, მაგრამ ბავშვები არ არიან“, – აცხადებს სკოლის პედაგოგი თეა წკრიალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×