რეზონანსი
03.10.2018

ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის, თერაპევტ ელენე ხურციძის განცხადებით, ექსპრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ. მისი თქმით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ხურციძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს აქვს სახის ნერვის დამბლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე ამჟამად შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი არის ჩვენი ძირითადი სამუშაო ვერსია, თუმცა გამორიცხულია მწვავე მდგომარეობები, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას. ასევე, გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ტოქსიკაციის რამე ნიშანი. სახის ნერვის დამბლა არ არის, რომელზეც აზრი მუსირებდა მასმედიაში. 

კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით გავაკეთოთ კვლევა - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. რამე კონკრეტულ მკურნალობა არ სჭირდება და ის დატოვებს ჩვენს კლინკას", - განაცხადა ხურციძემ.

"მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმებთან ერთად კონსილიუმში მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×