რეზონანსი
03.10.2018

 პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე გზის გადაკეტა. მისი თქმით, იქ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტროტუარი გაყიდა.

"იქ გაყიდულია ტროტუარი, სავალი გზა. ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, ტროტუარები გააკეთოს, ტროტუარებს ყიდის. მოსახლეობა აღშფოთებულია. რომ ამახინჯებს ქალაქს ჯანდაბას, მაგრამ სივრცეებს გიკეტავს, სასიარულოს გიკეტავს. ბიზნესი რომ განახორციელონ გაზის მილები მიწაში უნდა ჩადონ. ამის გამო, რამდენიმე საათით მოსახლეობას გაზი გადაუკეტეს. 

მოსახლეობის სურვილი იყო გზის გადაკეტვა. იქ იყო შიშის ფაქტორი და მარტო მე არ გამომივიდა გზის გადაკეტვა. თუმცა, მივაღწიეთ იმას, რომ მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ და დაპირდნენ ხალხს, რომ აქ პროექტის განხორციელების საშუალებას არავის მისცემენ", – აცხადებს წულაია.

სამართალდამცავებმა წულაიას გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×