რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) ინციდენტი ტაილანდში, სამუტპრაკანის პროვინციაში მოხდა. მეზობლებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს, მალე კი დაინახეს მიწაზე მწოლიარე ახალშობილი. ბავშვი გადარჩა, მას მხოლოდ მცირე ნაკაწრები ჰქონდა.

პოლიციამ კი გაარკვია, რომ ახალშობილი ფანჯრიდან საკუთარმა დედამ გადმოადგო. მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგო ცხოვრობდა, რომელიც მოულოდნელად გაუჩინaრდა.

სავარაუდოდ, ბავშვი სახლის გვერდით მდგომ ბანანის ხის ფოთლებში ჩავარდა, ხოლო იქიდან შედარებით მსუბუქად დავარდა მიწაზე. პოლიციამ ბავშვის დედაზე ძებნა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×