რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთან შეხვედრაზე რელიგიურ განსხვავებულობაზე ისაუბრა.

„მე მეძახიან და ამბობენ, რომ კათოლიკი ვარ. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი, მაგრამ ეს რატომღაც ჰგონიათ ლანძღვის სიტყვა. როცა ეს არის პირიქით, ყველას უნდა პატივს ვცემდეთ, მიუხედავად ყველას რელიგიისა.

საქართველო იყო ამისთვის ცნობილი, საქართველო არის ტოლერანტობის ქვეყანა და მე ვიქნები ტოლერანტი საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა. „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართვას ადგილობრივი რადიო NOR ავრცელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×