რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) აკაკი ბობოხიძის განცხადებას, სადაც დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, ქართველ ხალხს დასცინის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეგა მოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია „ბინძური საარჩევნო კამპანიის" წარმართვაში დაადანაშაულა.

"ეს ბინძური კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ?! სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით, ზოგიერთი "კაგებეშნიკი" კანდიდატისგან განსხვავებით. მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის: - გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს. აი, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვიღაც გენდოთ და ვიღაც რაღაცაში გამოგყვეთ. კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არის, რომ გააჩერეთ ძალიან გთხოვთ ეს, ნუ უწოდებთ სამარცხვინო კანდიდატს. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ, რომ საპრეზიდენტო კამპანია წარმართეთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არ არის სამარცხვინო, სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×