რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) 24 სექ­ტემ­ბერს, დიდ დი­ღომ­ში, ჯა­ნი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი - დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და ყვე­ლა - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში მის­მა ძმამ იპო­ვა.

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს.

"დი­მიტ­რის თბი­ლის­ში გა­ნა­თე­ბის ტექ­ნი­კი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბა­თუ­მის ბი­ნა­ში რე­მონტს ვა­კე­თებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თბი­ლის­ში შე­მე­ძი­ნა. ერთ-ერთ ძა­ლი­ან კარგ მა­ღა­ზი­ას მი­ვა­დე­ქი, სა­დაც დიდი არ­ჩე­ვა­ნი იყო. შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში და უცებ ერთი ბიჭი, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ­დი, ჩემ­კენ გა­მო­ე­მარ­თა და გა­და­მეხ­ვია. გაკ­ვირ­ვე­ბა რომ შე­მა­ტყო, უცებ მი­პა­სუ­ხა, მეც ტა­ტიშ­ვი­ლი ვარ და რომ და­გი­ნა­ხე, არ იცი, რო­გორ გა­მი­ხარ­და, რომ ჩემს მა­ღა­ზი­ა­ში შენი ფე­ხით მოხ­ვე­დიო...

ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუ­დამ იცო­და მო­კი­თხვა, მის ამ­ბავს მეც ვკი­თხუ­ლობ­დი. მუ­დამ მე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ ხარ, რამე ხომ არ გჭირ­დე­ბაო.გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე და­მი­რე­კა და მი­თხრა, ახა­ლი მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნი წე­რე­თელ­ზე და მინ­და, გა­ნა­ხოო. ისიც მი­თხრა, შენი დახ­მა­რე­ბაც დამ­ჭირ­დე­ბაო, მა­ღა­ზი­ის გა­პი­ა­რე­ბა­ში. ვუ­თხა­რი, რა თქმა უნდა, შენ გვერ­დით ვარ-მეთ­ქი... ზუს­ტად ერთ კვი­რა­ში ეს სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. თა­ვი­დან ვერ და­ვი­ჯე­რე, რად­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და უწე­სი­ე­რე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო.

ვიცი რომ, რე­ლი­გი­უ­რი იყო და სა­კუ­თარ ოჯახ­საც დიდ პა­ტივს სცემ­და. ვე­რაფ­რით და­ვი­ჯე­რებ, რომ თა­ვად გა­ა­კე­თა ასე­თი რამ მა­შინ, როცა მას ერთი ძმა ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი და ნა­ნა­ხი აქვს მის ოჯახს და­ტე­ხი­ლი ტრა­გე­დია. ძმა ავ­ტო­ა­ვა­რი­ით გარ­და­ეც­ვა­ლა და რომ იცო­და, ეს რა ტკი­ვი­ლი იყო მისი ოჯა­ხის­თვის, ასე რამ გა­ა­მე­ტე­ბი­ნა თავი, ვერ ვხვდე­ბი. ალ­ბათ რა­ღაც ძა­ლი­ან უჭირ­და და აწუ­ხებ­და. 1 წუთ­ში თუ წამ­ში ამო­უტ­რი­ალ­და ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი და ისეთ­მა დეპ­რე­სი­ამ და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ მო­იც­ვა, რომ ასე­თი რამ გა­ა­კე­თა. წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მის­ნა­ი­რი ბევ­რი რომ გვყავ­დეს, ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვე­ყა­ნა გვექ­ნე­ბო­და", -აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა "სარკესთან" ინტერვიუში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×