რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) ფონდ „იავნანას" პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვასილენკო სასამართლოში 8 ოქტომბერს გამოიკითხება. ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე იყო დაბარებული.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას" მიერ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ ის საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×