რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) რამდენიმე წუთის წინ შემზარავი ავარია მოხდა მოსკოვის გამზირზე. მეშვიდე კლასელ ბიჭს, რომელიც ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა სავარაუდოდ, დიდი სისწრაფით მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

„დაჯახების საშინელი ხმა იყო,რომ მოვიხედეთ, მთლიანად სისხლში მოსვრილი ბავშვი ქუჩაში ეგდო. სახე მთლიანად დალეწილი აქვს. სავარაუდოდ, მანქანა ისე მოფრინავდა, რომ დამუხრუჭება ვერ მოასწრო" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სასწრაფო დახმარების მანქანამ მოზარდი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ წუთებში სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×