რეზონანსი
03.10.2018

 (რეზონანსი) 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი ქალბატონებს, რომლებიც ფიზიოლოგიურად იმშობიარებენ უფასოდ მოემსახურება, ასევე ახალშობილებს საჩუქრად 100-ლარიანი ანაბარი გადაეცემა.

აქციის ფარგლებში დედები, სამედიცინო სერვისით ორი თვის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

განახლებულ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მე-3 დონის პერინატალური ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს, რომელიც ორსულობის პერიოდს 28 კვირიდან მშობიარობამდე და ახალშობილის პირველი შვიდი დღის სამედიცინო მონიტორინგს გულისხმობს. ჰოსპიტალში პერინატალური ცენტრი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, რომელიც ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვას და ყველა პროფილით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს.

მის: თბილისი, ქინძმარაულის ქ.1, შესახვევი 1 (ყოფილი 31-ე ქარხნის სავადმყოფო) ტელ: (032) 2 55 05 05

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×